ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ იმის მიუხედავად, რომ Samsung-მა Note7-ების დიდი ნაწილი გამოცვალა, ისინი მაინც ფეთქდებოდნენ. რა საკვირველია, კომპანის არ აქვს იმის საშუალება, რომ ტელეფონები თავიდან გამოცვალოს. ასე რომ, Samsung-მა მათი პროდუქცია და გაყიდვები მთლიანად შეაჩერა.
როდესაც პირველად Note-ის აფეთქების შემთხვევები დაფიქსირდა, მწარმოებელმა 2.5 მილიონი ერთეული გამოცვალა. მათი განცხადებით, ტელეფონები ბატარეაში წუნის გამო ფეთქდებოდა. Bloomberg-ის ინფორმაციაზე დაყდრნობით, დღეს Samsung-ის აქციების ფასები 8%-ით დაეცა, რომელიც $17 მილიარდს უდრის. შეერთებული შტატების ოთხმა უდიდესმა მობილურმა ოპერატორმა უკვე შეწყვიტა Note7-ების გაყიდვა.
ალბათ დამეთანხმებით, რომ Samsung-ს გაფჭებული რეპუტაციის აღდგენა ძალიან გაუჭირდება. ხომ გაგიგონიათ, სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო. “Samsung-ის ტელეფონები ხომ ფეთქდება!” – ალბათ, არც თუ ისე ადვილი მოსასმენი იქნება Apple-ის ფანისგან.
წყარო: Wall Street Journal, Bloomberg