ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ დარუთვის შესახებ

თუ Android-ს დიდი ხანია იყენებთ, მაშინ დიდია შანსი იმისა, რომ გაგიგონიათ ტერმინი დარუთვა (Root-ing). ეს ერთ-ერთი იმ ტერმნითაგანია, რომლის მნიშვნელობასაც თავიდან ბევრი მომხამრებელი ვერ იგებს, თუმცა შემდეგ მას ხშირად იყენებენ თავიანთი მოწყობილობების პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის.

ალბათ არ ხართ დარწმუნებული, გსურთ თუ არა მოწყობილობის დართვა. ასე რომ, ჩვენ შემოგთავაზებთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს. ასევე გაგაცნობთ იმ დეტალებს, რომლებიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების სწორად მიღებაში.

რა არის დარუთვა?

სმარტფონის დარუთვა არის პროცესი, რომლის შემდეგაც მომხმარებელი სისტემაში იღებს სუპერმომხმარებლის (superuser) პრივილეგიებს. სუპერმომხმარებელს აქვს ისეთ სისტემურ ფაილებთან წვდომის და მოდიფიცირების უფლება, რომლებთანაც არ აქვს ჩვეულებრივ მომხმარებელს. მაგალითად /data და /system დანაყოფებზე. რუთ პრივილეგიების ქონა აპლიკაციების განსხვავებული კლასის დაყენებისა და სისტემური დონის მოდიფიკაციების საშუალებას იძლევა. ასევე მისი მეშვეობით შეგვიძლია გამოვიყენოთ მოწყობილობის ისეთი ფუნქცია, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო.

დარუთვის შემდეგ, მომხმარებელს შეეძლება დააინსტალოს და გაუშვას ის აპლიკაციები, რომლებიც სპეციალურ პრივილეგიებს საჭიროებენ. ასევე წაშალონ ის აპლიკაციები, რომლებიც მოწყობილობას მოყვა. დარუთვა ასევე საჭიროა ისეთი ოპერაციების ჩატარების დროსაც, როგორიცაა შრიფტის შეცვლა, კონკრეტულ აპლიკაციაში ფუნქციის გახსნა და ა.შ.

დარუთვის მეთოდი ყველა მოწყობილობისთვის განსხვავებულია, ამიტომ ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. სამწუხაროდ, ბევრი მწარმოებელი ცდილობს ამოქოლოს მოწყობილობის დარუთვის გზები სისტემური განახლებების მეშვეობით.

ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ

როგორც უკვე ვთქვით, დარუთვას ბევრი მწარმოებელი ეწინააღმდეგება. ასე რომ, იბადება კითხვა, არის თუ არა დარუთვა ლეგალური?

lawsuit

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ცოტათი ძნელია. ბევრ ქვეყანაში მოწყობილობის დარუთვა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გამოიწვევს სხვა არალეგალურ ქმედებებს. ევროპასა და ინდოეთში მოწყობილობის დარუთვა დაშვებულია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი წესები სხვანაირადაა. აქ დარუთვა არალეგალურია, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. შეერთებული შტატების საავტორო უფლებების ოფისმა ეს გამონაკლისი სმარტფონებზე დაუშვა. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ არასოდეს არავინ არ დასჯილა მოწყობილობის დარუთვისთვის, თუმცა გადამოწმება მაინც არ იქნებოდა ურიგო.

ასევე უნდა ავღნიშნოთ პოტენციური რისკებიც. მოწყობილობის დარუთვის დროს შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის გამოუყენებად მდგომარეობაში ჩაგდება. ამისი შანსი საკმაოდ დაბალია, მაგრამ იშვიათ შემთვევებში მოწყობილობის დარუთვამ შესაძლოა ტელეფონის ჩართვას ხელი შეუშალოს. ძალიან ბევრი დასარუთი ხელსაწყო ოპერაციის შესრულებამდე მოწყობილობის თავსებადობას ამოწმებს, მაგრამ მაინც გირჩევთ ინსტრუქციები ყოველთვის დეტალურად წაიკითხოთ.

დარუთვასთან დაკავშირებული ტერმინები:

  • Bootloader – ყველაზე დაბალი დონის პროგრამა ტელეფონში რომელიც უზრუნველყოფს ჯერ recovery-ს, შემდეგ კი მთავარი ოპერაციული სისტემის ჩატვირთვას.
  • Recovery – დაბალი დონის პროგრამა რომელსაც შეუძლია შექმნას და აღადგინოს სისტემის სრული რეზერვი. შეღწევადია მთავარი ოპერაციული სისტემიდან.
  • ADB (Android Debug Bridge) – ბრძანებების ხელსაწყო რომელიც Android SDK-ის ნაწილია. უზრუნველყოფს კომუნიკაციას კომპიუტერსა და Android მოწყობილობას შორის.

არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მოწყობილობის დარუთვის შემდეგ ძნელდება სისტემური განახლებების მიღების საკითხიც. მწარმოებლების უმრავლესობა მხარს არ უჭერს დარუთულ მოწყობილობებს, ამიტომ მათზე სისტემური განახლებები ავტომატურად არ მოდის, თუმცა მათი ხელით დაინსტალება ისევ შესაძლებელია. განახლების დროს ხშირად იკარგება რუთზე წვდომა, თუმცა მისი აღდგენაც ასევე შესაძლებელია. არის შემთხვევები, როდესაც განახლება ძველ დარუთვის მეთოდებს ბლოკავს, ამიტომ ახალი მეთოდის პოვნაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწყობილობის დარუთვა ვერ მოხერხდება. თუ თქვენი მოწყობილობა განახლების შემდეგ აღარ ჩაიტვირთება, მისი ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება მარტივადაა შესაძლებელი.

და აი, მივადექით გარანტიის თემას. როგორც უკვე ბევრჯერ ავღნიშნე ამ სტატიაში, მწარმოებლებს არ მოსწონთ, როდესაც მათი მომხმარებლები მოწყობილობებს რუთავენ. დარუთვის შემდეგ, მოწყობილობაზე იკარგება ყველანაირი გარანტია, ამიტომ მცირეა შანსი იმისა, რომ მას ოფიციალურ სერვის ცენტრში შეაკეთებენ. ზოგიერთი მწარმოებელი bootloader-საც კი ბლოკავს, რის გამოც დარუთვა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი ხდება.

Nexus-7-Nexus-9-Moto-G-Chromebook-ADB-USB

საბედნიეროდ, მოწყობილობდან რუთის წაშლა საკმაოდ ადვილია, ასე რომ გარანტიის პირობებით სარგებლობა კვლავ შესაძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში რუთის წაშლა ითვალისწინებს მოწყობილობის თანდაყოლილ სისტემაზე დაბრუნება ან ქარხნული რესეტის ჩატარებას, რაც ინფორმაციის წაშლას იწვევს.

და ბოლო, რისიც ყველაზე მეტად უნდა გვეშინოდეს, არის უსაფრთხოება. მაღალი დონის კონტროლთან ერთად მოდის მაღალი დონის რისკიც. მოწყობილობის დარუთვამ შესაძლოა გზა გაუხსნას ბევრ მავნებელ და სახიფათო აპლიკაციას. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა საჭირო აპლიკაციები, რომლებიც რუთზე წვდომას მხოლოდ ჩვენთვის საჭირო აპლიკაციებს აძლევს. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია SuperSU. მისი დაინსტალების შემდეგ, როდესაც გავხსნით აპლიკაციას, რომელსაც რუთზე წვდომა სჭირდება (ან უმიზეზოდ ითხოვს), ჩვენ გვექნება საშუალება მივანიჭოთ მას უფლება, ან პირიქით, წავართვათ.

თუ თქვენ მოერიდებით საეჭვო APK ფაილების, აპლიკაციებისა და მარკეტების დაინსტალებას, მაშინ უსაფრთხოების პრობლემაზე ზრუნვაც ნაკლებად მოგიწევთ.

ღირს თუ არა მოწყობილობის დარუთვა?

როგორც უკვე ხედავთ, არის ბევრი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ მოწყობილობის დარუთვამდე. მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობის დარუთვის შემდეგ მისი სრული პოტენციალის გამოყენება შეგვიძლია, ბევრი მომხმარებელი მაინც ერიდება ამ მეთოდის გამოყენებას. ახლა ჩვენ მიმოვიხილავთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს, რათა დაგეხმაროთ არჩევნის უკეთესად გაკეთებაში.

დარუთვის 5 დადებითი მხარე:

  1. ადვილადაა შესაძლებელი მოწყობილობას მოყოლილი აპლიკაციების წაშლა
  2. წვდომა ნამდვილ რეზერვებსა და მოწყობილობის აღდგენის სხვა მეთოდებზე
  3. დამატებით აპლიკაციები, სისტემური ფუნქციები და გაუმჯობესებული მორგებულობა
  4. Overclocking და underclocking
  5. პირველი ნაბიჯი custom ROM-ების სამყაროში შესაბიჯებლად

დარუთვის 5 უარყოფითი მხარე:

  1. სისტემური განახლებების დეფიციტი
  2. ზოგიერთი აპლიკაცია ხდება გამოუყენებადი, ძირითადად საბანკო აპლიკაციები
  3. პროცესი შეიძლება ძნელი იყოს, განსაკუთრებით დაბლოკილ bootloader-ზე
  4. მწარმოებლების უმრავლესობა დარუთლ მოწყობილობებზე გარანტიის პირობებს არ ითვალისწინებს
  5. საჭიროა დამატებითი ნორმების გათვალისწინება უსაფრთხოების შესანარჩუნებლად

როგორ უნდა დავრუთოთ მოწყობილობა

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს მეთოდი, რომელიც ყველა მოწყობილობაზე ერთნაირად მუშაობს. თითოეული მათგნი საჭიროებს განსხვავებულ ხელსაწყოს და მეთოდს.

ყველა მეთოდის ჩამოწერა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მიგასწავლოთ ადგილები, სადაც მათ უმრავლესობას იპოვით.

  • XDA ფორუმები. მოძებნეთ თქვენი სმარტფონი და თქვენ იხილავთ ყველა ხელმისაწვდომ დარუთვის მეთოდებს. ასევე custom ROM-ების დაინსტალების ინსტრუქციებს და ა.შ.
  • CyanogenMod Wiki. მიუხედავად იმისა, აპირებთ თუ არა CyanogenMod-ის დაინსტალებას თქვენს მოწყობილობაზე, აღნიშნულ რესურში ბევრ საჭირო ინფორმაციას და რჩევას ნახავთ მოწყობილობის დარუვის შესახებ.

როგორც ყოველთვის, დაწვრილებით წაიკითხეთ ინფრომაცია, ორჯერ შეამოწმეთ მოწყობილობის მოდელი და შეინახეთ თქვენი ინფორმაციის რეზერვი პროცესის დაწყებამდე. წარმატებები.