Raspberry Pi 3 ოპერაციული სისტემების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. პატარა ARM კომპიუტერი მხარდაჭერილია რამდენიმე Linux დისტრიბუციისა და Windows 10 IoT-ის მიერ. როგორც ჩანს, Pi მალე Android-ის მხარდაჭერასაც მიიღებს. Google-ის Android Open Source Project-ში (AOSP) ახლახანს გამოჩნდა მოწყობილობის შესაბამისი კოდი.
თუ ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ Raspberry Pi არის იაფი, საკრედიტო ბარათის ზომის, ერთ დაფიანი ARM კომპიუტერი, რომელიც განათლებასა და ღია კოდის პროგრამებისკენაა მიმართული. მოწყობილობის ჰაკერებსა და DIY-ერებს Pi მისი გახნილი ბუნების, პატარა ზომისა და პორტებისა და პროგრამების სიმრავლის გამო უყვართ.
სულ რაღაც $35-ად, თქვენ მიიღებთ 1.2GHz 64-bit Broadcom BCM2837 ARMv8 პროცესორს, 1GB ოპერატიულ მახსოვრობას, VideoCore IV ვიდეო ბარათს, 802.11n WiFi-სა და Bluetooth 4.1-ს. ამის იქით, მოწყობილობის ფუნქციონალის გასაფართოებად თქვენ შეგიძლიათ უამრავი დამატებითი მოწყობილობის მიერთება. მაგალითისთვის, მეხსიერებისთვის შეგიძლიათ შეაერთოთ MicroSD ბარათი. ასევე არის HDMI პორტი ეკრანისთვის, 3.5 მილიმეტრიანი აუდიო და 4 USB პორტი. აგრეთვე ინტერნეტის კაბელი, 40 GPIO პინი, CSI კამერისა ან DSI ეკრანის პორტი.
AOSP-ში ძირითადად მხოლოდ Nexus ხაზის მოწყობილობებია შესული, ამიტომ მასში იშვიათია ის მოწყობილობები, რომლებიც Google-ს არ გამოუშვია. როგორც ჩანს, კომპანია ამ პატარა კომპიუტერზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს. ოფიციალურად მხარდაჭერილი კოდის წყალობით, Pi 3-ზე Android-ის დაყენება გაცილებით უფრო მარატივი იქნება. ამის შემდეგ, თქვენ 1.5 მილიონ აპლიკაციაზე მეტის ჩამოტვირთვა შეგეძლებათ, რაღა თქმა უნდა Play Store-დან. არ გამიკვირდება, თუ Pi 3-ისთვის Android TV-ს მოდიფიცირებული ვერსია გამოვა, ან Remix OS, ან თუმდაც უკეთესი პლატფორმა Kodi-სთვის.
ამ დროისთვის, Pi 3-ის კოდი ცარიელია. ვიმედოვნებთ, რომ იგი მალე შეივსება.