ექსკლუზივი: ზომით პატარა Nexus მოწყობილობის სისტემური მახასიათებლები

Nexus-ის სეზონი დაიწყო. დაახლოებით ორი თვის წინ დავწერე ორი ახალი Nexus მოწყობილობის შესახებ, რომლებსაც HTC აწარმოებს. დღეს კი გავრცელდა ერთ-ერთი სავარაუდო სისტემური მახასიათებლები.

უნდა ავღნიშნოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სავარაუდოდ საკმაოდ სანდოა. როგორც უკვე ვიცით, Sailfish (ასევე ცნობილია როგორც “S1”) არის ზომით პატარა მოდელი, Marlin კი შედარებით დიდი. Sailfish-ის სისტემური მახასიათებლებია:

  • წარმოებულია HTC-ის მიერ
  • 5 ინჩიანი 1080p ეკრანი (~44oPPI)
  • ოთხ ბირთვიანი 2.0GHz სიხშირის 64 ბიტიანი პროცესორი (მოდელი უცნობია)
  • 4GB ოპერატიული მეხსიერება
  • 2770mAh ბატარეა
  • 32GB შიდა მეხსიერება (შესაძლოა იყოს სხვა ვარიანტებიც)
  • 12MP უკანა, 8MP წინა კამერა
  • თითის ანაბეჭდის სენსორი კორპუსის უკან
  • USB-C ბუდე
  • ქვემოთ მიმართული დინამიკი ან დინამიკები (უცნობია ორმაგია თუ არა)
  • 3.5 მილიმეტრიანი ყურსასმენების ბუდე (ზემოდან)
  • Bluetooth 4.2

ის, რომ ბიუჯეტურ მოდელს 5 ინჩიანი ეკრანი ექნებოდა, აქამდე ისედაც ცნობილი იყო. Sailfish-ისა და Marlin-ის კოდური სახელები, შესაბამისად, T50 და T55-ია. ამ დროისთვის, შეუძლებელია ვთქვათ რაიმე ფასის, გამოსვლის თარიღისა და სხვადასხვა ვარიანტების შესახებ.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტური მოდელისთვის 1080p ეკრანის გაკეთება საკმაოდ ჭკვიანურია. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, ტელეფონი მოიხმარს ნაკლებ ენერგიას. აგრეთვე ვიმედოვნებთ, რომ არ გამოვა ტელეფონის 16GB-იანი ვარიანტი.