ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Samsung-ი Universal Flash Storage (UFS) ტექნოლოგიაზე აქტიურად მუშაობდა. 2015 წლის თებერვალში კომპანიამ დაიწყო UFS ჩიპების მასიური წარმოება, რომელმაც სმარტფონებში eMMC ბარათები ჩაანაცვლა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ტელეფონებზე გაიზარდა წაკითხვა/ჩაწერის სისწრაფე. იმ დროისთვის, ჩიპის მაქსიმალური მოცულობა 128GB იყო, თუმცა შემდეგ Samsung-მა იგი 256GB-მდე გაზარდი. მიზანი იყო MicroSD ბარათების წარსულს ჩაბარება. თუმცა, გეგმამ იმ დროისთვის არც თუ ისე კარგად იმუშავა. ალბათ გახსოვთ, თუ რამდენი მომხმარებელი იყო განაწყენებული იმის გამო, რომ Galaxy S6-ში MicroSD ბარათის სლოტი არ იყო. ამიტომ, მწარმოებელმა ის S7-ში ისევ დაამატა.
ესეც პატარა ისტორიის გაკვეთილი. ალბათ დარწმუნდით, რომ Samsung-ი UFS-ის სტანდარტად დამყარებას თავდაუზოგავად ცდილობს. ამ მიზნის განსახორციელებლად, კომპანიამ შემდეგ ხერხს მიმართა: მათ გამოუშვეს მეხსიერების ბარათი, რომელიც გავს MicroSD ბარათს, თუმცა სინამდვილეში UFS 1.0 Card Extension სტანდარტს იყენებს.
ჯერჯერობით, კომპანიას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, იმუშავებს თუ არა ეს UFS ბარათები ძველ MicroSD ბარათის სლოტში. შესაძლოა იმუშაოს, შესაძლოა ახალი სლოტის საჭიროება მოითხოვოს. ისღა დაგვრჩენია, Samsung-ის ოფიციალურ ინფორმაციას დაველოდოთ.
ტრადიციულ მეხსიერების ბარათებისგან განსხვავებით, UFS-ს ორი დადებითი თვისება აქვს: მას შეუძლია ერთროულად შეასრულოს წაკითხვისა და ჩაწერის ოპერაციები, და გადაანაწილოს ოპერაციების თანმიმდევრობა გონივრულად. კიდევ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, იხილეთ UFS-სა და MicroSD-ს შედარება.
- წაკითხვის სისწრაფე: UFS 530MB/წმ-მდე vs MicroSD 100MB/წმ-მდე
- ჩაწერის სისწრაფე: UFS 170MB/წმ-მდე vs MicroSD 90MB/წმ-მდე
- შემთხვევითი წაკითხვა: UFS 40,000 IOPS-მდე vs MicroSD 1,800 IOPS-მდე
- შემთხვევითი ჩაწერა: UFS 35,000 IOPS-მდე vs MicroSD 500 IOPS-მდე
UFS ბარათების ასეთი სიჩქარით, შესაძლებელი იქნება Full HD ფილმების გაშვება, მაღალი გაფართოების სურათებისა და ვიდეობის DSLR და 3D VR კამერებზე ჩაწერა და ა.შ.. Samsung-მა 4 სხვადასხვა მოცულობის ბარათი გამოუშვა: 32GB, 64GB, 128GB და 256GB, თუმცა მათი გაყიდვის თარით და ფასები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: Samsung