[როგორც იქნა] Nexus 6-მა ოფიციალური Android 7.0 Nougat განახლება მიიღო

ალბათ უკვე იცით, რომ Nexus 6 ერთ-ერთი იმ მოწყობილობათაგანია, რომელსაც Nougat-ის განახლება ჯერაც არ მიუღია. Developer Preview 5 ანაწყობის შემდეგ ამ მოწყობილობას განახლება აღარ მიუღია. თითქმის ერთი თვის წინ, Google-მა დაწერა, რომ “Nexus 6 და Nexus 9 LTE განახლებას რამდენიმე კვირაში მიიღებენ”. მას შემდეგ ზუსტად სამი კვირა გავიდა და როგორც იქნა, Shamu-მ მიიღო ეს სანატრელი განახლება.

განახლება მსოფლიოს გარშემო ყველა Nexus 6 მოწყობილობაზე ვრცელდება, მიუხედავად იმისა არიან თუ არა ჩართულნი ბეტა პროგრამაში. განახლების ზომა დაახლოებით 860 მეგაბაიტია და მისი აწყობის ნომერია NBD90Z. მასში აგრეთვე ჩაშენებულია 5 ოქტომბრის უსაფრთხოების პატჩი, რომელიც გუშინ გამოვიდა. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც ქახრნული იმიჯები, ისევე OTA ფაილები და დაფლეშოთ ხელით.

უცნაურია, რომ Google-მა ეს განახლება ოქტომბრის პატჩთან ერთად არ გამოუშვა რომელიც Nexus ხაზის სხვა მოწყობილობებმა მიიღეს. სამწუხაროდ, Nexus 9 LTE-ის მომხმარებლებს კიდევ ცოტა™ ხნით ლოდინი მოუწევთ.

წყარო: Google (1), (2)