Samsung-ი Note მოწყობილობებში ყოველ წელს ცვლის სამომხმარებლო ინტეფეისს, რომელიც შემდეგ Galaxy S სერიის ტელეფონებშიც აისახება. როგორც ჩანს, Note 7-ის სისტემის დიზაინში შესამჩნევ ცვლილებებს ვიხილავთ. “Grace” ინტერფეისის შესახებ ვიდეო HDblog.it-მ გამოაქვეყნა.
Galaxy S7-ის ყველა მომხმარებელმა იცის, რომ TouchWiz-ის UI უფრო ნათელ ფერებზე გადავიდა (აღარანაირი მწვანე ლურჯზე შეფერილობა). Grace UI-ში შეამჩნევთ უფრო სუფთა შავ-თეთრ შეფერილობას, ლურჯი აქცენტებით. დაიხვეწა საქაღალდეების დიზაინი, რომლებიც მთელ ეკრანზე იხსნება და მათი ფონი დაბურულია. აპლიკაციის ასარჩევის წაშლა ამ ბოლო დროს მოდური გახდა, თუმცა საბედნიეროდ გაჟონილ ინტერფეისში მას ისევ ვხედავთ.
ყველაზე მეტად კი ალბათ შეტყობინებების პანელი და პარამეტრების მენიუ შეიცვალა. პარამეტრები უვე აღარაა კატეგორიებად დახარისხებული (როგორც იქნა!) და ისინი ერთ ინტერფეისშია თავმოყრილი. შეტყობინებების პანელში სწარფი პარამეტრები ზემოთა ნაწილშია მოცემული, მეორედ ჩამოსრიალებით კი მათი სია ფართოვდება. პარამეტრების ხატულებთან არსებულ “ისრებზე” დაჭერით მათ შესაბამის მენიუს ვიხილავთ.
გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული სისტემა ჯერ არ გამოსულა. ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს მის საბოლოო სახემდე. ყველაფერს აგვისტოში, Note 7-ის გამოსვლისას ვიხილავთ.
წყარო: HDblog.it