Google-მა ანგარიშში შესვლა გაამარტივა

ორმაგი იდენტიფიკაციით შეცვლის ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გახადონ თავიანთ ონლაინ ანგარიშები უფრო დაცული. თუმცა, ტელეფონში დაგენერირებული კოდის კომპიუტერში ჩაწერა, თანაც გარკვეული დროის შუალედში, ხშირად არაკომფორტულია.

Google-მა როგორც იქნა ეს პრობლემა გადაჭრა. შემდეგ ჯერში, როდესაც Gmail-ში, ან სხვა ნებისმიერ Google-ის სერვისში დაგჭირდებათ შესვლა, საჭირო იქნება მხოლოდ აირჩიოთ ‘Yes, allow sign-in” ფუნქცია თქვენს ტელეფონში. აღარანაირი უაზრო კოდები.

ახალი ფუნქცია Android და iOS მოწყობილობებზე ვრცელდება. გაითვალისწინეთ, რომ iOS-ზე ფუნქციის სამუშაოდ საჭიროა Google Search აპლიკაციის დაინსტალება. აგრეთვე საჭიროა ინტერნეტთან კავშირიც.

ფუნქციის გასააქტიურებლად, შედით თქვენს Google ანგარიშში და გადადით Sign-in & Security > Signing in to Google > 2-Step Verification კატეგორიაში.

Comments are closed.