USB-IF-მა USB დამტენების სერტიფიცირების პროგრამა დაიწყო

გასულ წელს, Google-ის თანამშრომელი ბენსონ ლენგი თავაუღებლად ებრძოდა ინტერნეტში გავრცელებულ ცუდ USB დამტენებს. დღეიდან, მას თვით USB იმპლემეტატორების ფორუმი (Implementers Forum) დაეხმარება. USB-IF წარგვიდგინა ერთი პატარა ლოგო. თუ ამ ლოგოს რომელიმე USB აქსესუარზე დაინახავთ, ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ აქსესუარი საიმედოდაა შემოწმებული ფორუმის მიერ და მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.

USB-IF არის მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ახალი USB სტანდარტების დანერგვას. ხალხში გაურკვევლობა გამოიწვია ისეთმა ახალმა ტიპებმა, როგორებიცაა სწრაფი დამმუხტავი და Type-C კაბელები. მწარმოებლებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, USB-IF-ის დახმარებით დატესტონ თავიანთი აქსესუარები. ტესტის გასავლელად ისინი უნდა ერგებოდეს USB კვების მიწოდებისა და USB Type-C სპეციფიკაციების სტანდარტებს. გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ, აქსესუარი დაიმსახურებს სერტიფიცირებულ ლოგოს, რომელზეც მითითებული იქნება მისი სიმძლავრე ვატებში.

nexus2cee_Certified_USB_Charger_Logo__Certification_Program_Infographic

პროგრამის შესახებ USB-IF-ს დეტალები არ გაუმხელია – ამის მოგვარება აქსესუარების მწარმოებლებს მოუწევთ. რა თქმა უნდა, მწარმოებლებს გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ, თუმცა ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. სერტიფიცირებული ლოგო ხომ მათ ბიზნესს ბევრად წინ წაწევს.

წყარო: BusinessWire