“შენს ქვეყანაში არაა ხელმისაწვდომიო და რა ვქნა?”
“რატომ ვერ ვიწერ?”
“აუ მიშველეთ რა, არ იწერს ამ აპლიკაციას”.
ამ პრობლემებზე წერტილის დასმა არც მეტი, არც ნაკლები, PornHub-მა გადაწყვიტა. VPNHub გახლავთ უფასო VPN სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია Android, iOS, Windows და macOS პლატფორმებზე. მისი საშუალებით ნებისმიერი აპლიკაცია შეგიძლიათ მოატყუოთ, რომ სხვა ქვეყანაში იმყოფებით.
როგორც უკვე აღვნიშნე, სერვისის საბაზისო ფუნქციონალი სრულიად უფასოა. თუმცა, თუ რეკლამების გაქრობა, უფრო სწრაფი ტრაფიკი და მეტი ლოკაცია გსურთ, შეგიძლიათ Premium ვერსიის შეძენაც.
სულ ერთი თვის წინ Opera VPN სწორედ იმის გამო გაუქმდა, რომ ისინი VPN სერვერების შენახვას ვეღარ ახერხებდნენ. ალბათ PornHub-ს იმედი აქვს, რომ Premium ვერსიას ძალიან ბევრი მომხმარებელი ეყოლება. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ჩემთვის საინტერესო შემეცნებითი საიტების დათვალიერება ახლა უკვე ბევრად უფრო უსაფრთხოდ შემეძლება.
გადმოწერა:
Android | iOS | Windows | macOS
წყარო: VPNHub