Asus ZenPad S 8.0 საერთო ჯამში, საკმაოდ სოლიდური პლანეტი გამოდგა. ახალ კი Asus-მა ახალი პლანშეტი, ZenPad 3S 10 წარგვიდგინა.
ეს არის უფრო დიდი, 9.7 ინჩიანი პლანშეტი, რომელიც სულ რაღაც 5.8 მილიმეტრის სისქისაა. ეკრანის გარშემო კიდეებიც სულ რაღაც 5.3 მილიმეტრია. ეკრანის დაბლა არის თითის ანაბეჭდის სენსორი – პირველი, რომელიც Asus-ს ოდესმე პლანშეტში ჩაუსვამს.
მოწყობილობას მთლიანად ალუმინის კორპუსი და სტერეო აუდიო დინამიკები აქვს. მასზე აგრეთვე მუშაობს Z Stylus.
მაგრამ, არის თუ არა ეს პლანშეტი თავის წინაპარზე უკეთესი? მისი ეკრანის გაფართოება იგივე რჩება, თუმცა ზომა კიდევ ორი ინჩით გაიზარდა. აგრეთვე შეიცვალა პროცესორიც. პლანშეტი ახლა Atom-ის პროცესორის მაგივრად MediaTek 8176-ითაა აღჭურვილი.
მას აგრეთვე აქვს 4GB ოპერატიული და 64GB შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდაც microSD ბარათის საშუალებითაა შესაძლებელი. 5900 მილიამპერიანი ბატარეა კი თავისუფლად გაძლებს 12 საათის განმავლობაში. თუ ხელში შეგაკვდებათ, მისი დამუხტვა სწრაფად შეგეძლებათ Qualcomm Quick Charge 3.0 ტექნოლოგიით.
მისი ფაისს და ხელმისაწვდომობის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით.